English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ აითან სამედზაძე
ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის შემოსავლებს შორის ურთიერთობის ანალიზის გარკვეული საკითხები

(ვრცელი რეზიუმე)

დარღვევებმა, რომლების წინაშეც დგას გლობალური ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში, ასევე მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა ზეგავლენა მოახდინა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ვხედავთ სოციალური პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხების და მოსახლეობის რეალური შემოსავლების შემცირებას.

მოსახლეობის მონეტარული შემოსავლის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკური განვითარების დონესთან. ამავე დროს, მშპ-ს ზრდის დონე შეიძლება იყოს უფრო მაღალი ან დაბალი ვიდრე მოსახლეობის მონეტარული შემოსავლების ზრდა.

ჩვენ გავაანალიზეთ მშპ-სა და ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებს შორის კავშირი ბოლო 10 წლის განმავლობაში. შედეგებმა გვიჩვენა, რომ მშპ-ს ზრდას 3.4-ჯერ მოჰყვა სიღარიბის შემცირება 6 ჯერ.

როდესაც ვსაუბრობთ ცხოვრების ხარისხზე, ჩვენ ვითვალისწინებთ არა მარტო მოსახლეობის შემოსავალს, მატერიალური და კულტურული ღირებულებების მოხმარებას, განათლებასა და ჯანდაცვას, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების და თავისუფალი დროის ორგანიზაციას, ასევე საცხოვრებელ პირობებს, დემოგრაფიულ მდგომარეობას, გარემოს გავლენას ცხოვრების ხარისხზე. თუმცა, ძირითადი და მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე არის მოსახლეობის შემოსავალი. შემოსავლის განაკვეთი, მისი დიფერენციაცია, როგორც სვხადასხვა სოციალურ ფენებს შორის, ასევე ერთი ფენის ფარგლებში, რეგულირდება საბაზრო ეკონომიკის კანონებით და ხელისუფლების ჩარევით.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს, მთავრობამ ჩაატარა სხვადასხვა რეფორმები, მიმართული მოსახლეობის შემოსავლის ზრდის სტიმულირებაზე და სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე..

სოციალური პროგრამების რეალიზაციამ და სხვადასხვა შემოსავალის მარეგულირებელი ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებამ ხელი შეუწყო უთანასწორობის შემცირებას სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის. ეს დადასტურდა ლორენცის მრუდის გამოთვლებით და ჯინის კოეფიციენტით.

შემოსავლების სტრუქტურა ასევე მოიცავს შეღავათებს - ლატარიის პრიზები, საჩუქრები, და უკანონო შემოსავალი, გადასახადების დამალვა, უკანონო სავალუტო ოპერაციები, აკრძალული საქონლის გაყიდვა და სხვა შემოსავალი. ასეთი შემოსავლის ზუსტი გაანგარიშება ძალიან რთული პროცესია. უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის შემოსავლის დონე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს სხვადასხვა სოციალური ფენების ცხოვრების ხარისხის შეფასებისას. გამოანგარიშებას და აღურიცხავ შემოსავალს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მოსახლეობის კეთილდღეობის შედეგებზე. 

წევრთა რაოდენობის მიხედვით ოჯახების დაჯგუფებისას ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ქვეყანაში ძირითადად არ არსებობს რეგიონული განსხვავებები. ჩვენს მიერ ჩატარებული სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ არსებობს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია. წლიურად მოსახლეობის აბსოლუტური ზრდა 100-120 ათას ადამიანს წარმოადგენს.  ეს გვაიძულებს გავითვალისწინოთ დემოგრაფიული ზრდის ტენდენცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოჯახების განვითარებასთან დაკავშირებით.

ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2005-2014 წწ. განმავლობაში ოჯახების მონეტა-რული შემოსავალი გაიზარდა 3.6 ჯერ თითოეული წევრზე. ასევე ადგილი ჰქონდა ხარისხობრივ ცვლილებებს მონეტარული შემოსავლის სტრუქტურაში. მთავარი ცვლილება არის ის, რომ არსებობს სამუშაო შემოსავლის პროპორციის ზრდის ტენდენცია მონეტარული შემოსავლის სტრუქტურაში. შრომითი ხელშეკრულებებისა და იმ ღონისძიებების სფეროს გაფართოება, რომლებიც გატარდა ხელფასის გაზრდის მიზნით, საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ შემოსავლის ზრდის ასეთი წყარო შენარჩუნდება მომავალშიც.

ქვეყანაში უმუშევრობის დონე არის სტაბილური. ამავე დროს დარეგისტრირებული უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე უმუშევრობის დონე გათვლილი საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის მიერ. ამ განსხვავების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ უმუშევართა ნაწილი სამსახურს ეძებს დამოუკიდებლად, სპეციალიზებულ ორგანოში ოფიციალური დარეგისტრირების გარეშე.

2015 წლის ოქტომბრის და ნოემბრის განმავლობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკურმა კომიტეტმა ჩაატარა კვლევა ოჯახების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. კვლევამ მოიცვა 9579 ოჯახი, რომელთაგან 58% იმყოფებოდა ქალაქებში და 42% ქალაქგარეთ. კვლევის შედეგების შესაბამისად ისინი აწარმოებენ 420 ათას ტონა რძეს, 102 ათას ტონა რძის პროდუქტს, დაახლოებით 400 ათას ტონა პურს და 137 ათას ტონა ხორცს წელიწადში. ეს მაჩვენებლები ადასტურებენ ოჯახის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას. 

თუ ყურადღებას მივაქცევთ შემოსავლის სტრუქტურას შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ შემოსავლების 59.1% მიიღება მოსახლეობის დასაქმებისა და თვითდასაქმების მეშვეობით; 13.3% - სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან; 16% - პენსიებისა და სოციალური დახმარებასაგან. ბოლო წლების განმავლობაში შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა.

დღესდღეობით სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით შემდეგი ზომები იქნა მიღებული: სოფლის მეურნეობა გათავისუფლებულია ყველა გადასახადისგან, გარდა მიწის გადასახადისა; მეწარმეები იღებენ სესხებს შეღავათიანი განაკვეთით მეწარმეობის მხარდაჭერის ფონდიდან; მასშტაბური პროექტები ხორციელდება რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები უზრუნველყოფს სახოგადოების ხარისხობრივ განვითარებას, დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, საწარმოო პოტენციალის ეფექტურ გამოყენებას და ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას.